ელისო ჩაფიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად „საქნახშირის“ მონიტორინგის შედეგებით დაინტერესდა

  საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძემუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი „საქნახშირის“ ახალ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, შეხვდნენ და ჩატარებული მონიტორინგის შედეგებითა და ქვანახშირის მრეწველობის დარგში მიმდინარე პროცესების დღევანდელი ვითარებით დაინტერესდნენ.

  ოფიციალური შეხვედრა ჯერ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციაში შედგა და ამის შემდეგ ისინი ტექნიკურ დირექციასთან ერთად, სპეციალური ვაგონით, მინდელის სახელობის შახტაში 300 მეტრ სიღრმეზე, ჩავიდნენ, სადაც ისინი, ყველაზე მძიმე პროფესიის ადამიანების, მეშახტეების, სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცვნენ.

ნანა რაზმაძე

1 კომენტარი “ელისო ჩაფიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად „საქნახშირის“ მონიტორინგის შედეგებით დაინტერესდა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.