ელდინო საღარაძე მონოსპექტაკლით ტყიბულელი მაყურებლის წინაშე

  შემოქმედებითი კავშირის „გარასა“ და მისი წარმომადგენლის, გია კუბლაშვილის, ინიციატივით ტყიბულელი მაყურებლისათვის ლიტერატურული საღამო მოეწყო. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თაეტრის მსახიობმა, ელდინო საღარაძემ, მონოსპექტაკლი „დიდოსტატის ნადიმზე“ წარმოადგინა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას პროზასა და გალაქტიონის პოეზიაზე იყო აგებული.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ქალაქის საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმარს და მას მისთვის საგანგებოდ დამზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია