13938408_666546803494427_2491471849624533729_n

ელგუჯა გოცირიძე : „ვალდებული ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო მშობლიური რაიონების განვითარებაში და მე ამ ვალდებულებას აუცილებლად შევასრულებ!“

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი 41

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

  ელგუჯა გოცირიძე დაიბადა 1958 წლის 20 მარტს, თერჯოლაში. 1976 წ. დაამთავრა ქ. ტყიბულის N2 საშუალო სკოლა. 1981 წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმის კვალიფიკაციით. 1986 წ. – კლინიკური ორდინატურა აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1986-87 წ.წ. – ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ს. ბოტკინის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში (ქ. მოსკოვი). მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები ,,მეანობა – გინეკოლოგიური და პერინატალური მედიცინისა’’ და ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის’’ სპეციალობით.

  1981–82 წ.წ. - მუშაობდა ქ. ქუთაისის ავტოქარხნის მედ.სან. ნაწილში ექიმ – ინტერნად, 1982–84 წ.წ. ქ. ტყიბულის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგად, 1984–85 წ.წ. იყო სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე (ქ.ტყიბულში), ხოლო 1985–94 წ.წ. – ამავე დაწესებულების მთავარი ექიმი. 1994–2001 წ.წ. – აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა – გინეკოლოგიის  სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი (ქ. თბილისი), 2001 წლიდან დღემდე იმავე ინსტიტუტის გენერალური დირექტორია. ასევე აგრძელებს ბიზნეს საქმიანობას სხვადასხვა სფეროში.

  2005 წ. მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

  აქვს ბიზნესკონტაქტები და პროფესიული საქმიანი კავშირები საზღვარგარეთ (საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, ისრაელი, თურქეთი). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.