დეპუტატის შეხვედრა პარლამენტში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან

  22 მარტს, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის, სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, დეპუტატმა მოსწავლეები ქუთაისის პარლამენტში მიიღო. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ელგუჯა გოცირიძე ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათი საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
შეხვედრის ბოლოს, დეპუტატის თხოვნით, ახალგაზრდებმა თავადვე დაასახელეს მათ შორის გამორჩეული მოსწავლე, რომელსაც სახელობითი სტიპენდია დაენიშნა.
მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დეპუტატის მორიგი სტიპენდიანტი ლადო მესხი გახდა.

17434890_795018750647231_106267364123093508_o 17436262_795019443980495_7163783737164954286_o 17492768_795018480647258_5226585200530893155_o

70 thoughts on “დეპუტატის შეხვედრა პარლამენტში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.