დეპუტატის ინიციატივით ორპირში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

  ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაციის, „ევექსის,“ ტყიბულის ფილიალის დირექტორის, იური ელიაშვილის პატრონაჟით ჩვენს მუნიციპალიტეტში, სამი დღის განმავლობაში, უფასო სამედიცინო კვლევა ტარდება. აქციის პირველი დღე ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ათი პროფილის ექიმი მოემსახურა. 2 ივლისს პაციენტებს სოფელ მუხურაში, ხოლო 3 ივლისს - ტყიბულისა და მისი მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებს წმ. ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო კლინიკისა და რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები კვლევას ჩაუტარებენ.

ნათია მურუსიძე 

1 კომენტარი “დეპუტატის ინიციატივით ორპირში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

  1. Уведомление: 3intertwined

კომენტარები გამორთულია