dedamiwa

„დედამიწის საათი“ ტყიბულშიც აღინიშნა

  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, „CENN-ის,“ ინიციატივითა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 25 მარტს, „დედამიწის საათის“ დღე აღინიშნა.

   კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო. თეატრის შენობის წინ ტყიბულის სამხატვრო სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებმა ფერადი ცარცით „დედამიწის საათის“ თემატიკაზე ასფალტი მოხატეს.

  აქციის ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა შეუწყო ხელი.

ნათია მურუსიძე