ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის, ინიციატივით მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, წყალწითელას ხეობისაკენ მიმავალი ბილიკის გასწვრივ, დასუფთავების აქცია მოეწყო. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებაში მონაწილეობა გამგეობის, საკრებულოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო კომუნალური გაერთიანება თავისი სპეცტექნიკით.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია