დავით ცქიფურიშვილმა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

  ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი. მასში მონაწილეობდა ტყიბულელი სპორტსმენი, საქართველოს ჭადრაკის აკადემიის მოსწავლე, იმერეთის ორგზის ჩემპიონი, დავით ცქიფურიშვილი (მწვრთნელი ი. დოლიძე). მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა, ტურნირის ჩემპიონი გახდა 13 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის და მოიპოვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, რომელიც 20-31 აპრილს, რუმინეთის ქალაქ იასიში გაიმართება.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია