16395744_639745909544104_1660206332_n

დავით ცქიფურიშვილი ორგზის იმერეთის ჩემპიონია

  ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბში გამართულ იმერეთის ჩემპიონატზე, 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკე ვაჟთა შორის, დავით ცქიფურიშვილმა 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა, ნახევარი ქულით გაუსწრო მიმდევარს და იგი მეორედ გახდა იმერეთის ჩემპიონი.

  პერსპექტიული მოჭადრაკე ამჟამად საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება რომელიც გაზაფხულზე, თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება.

ნანა რაზმაძე