IMG_7925

დავით სერგეენკოს ვიზიტი ტყიბულში

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან, ელგუჯა გოცირიძესთან, ერთად ჯერ თერჯოლაში, დავით კლდიაშვილის ძეგლთან შეკრებილ ადგილობრივებს, შემდეგ კი ამავე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შეხვდა.

  მინისტრმა ვიზიტი ქალაქ ტყიბულში რაიონის სამედიცინო სფეროს მუშაკებთან და მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

  დავით სერგეენკომ წინასაარჩევნოდ მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარობის კანდიდატს, ელგუჯა გოცირიძეს.

მარი ბაბუხადია