გ ა ც ნ ო ბ ე ბ თ !

  დასავლეთ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციისა და ადგილობრივი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში, 14 თებერვალს, ჩატარდება სასკოლო ჩემპიონატი.

  ღონისძიებაში მონაწილეობს ჩვენი ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი. ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით და გაემგზავრება რეგიონალურ ჩემპიონატზე. ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ პრიზიორებსა და სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებულთ.

  დასაწყისი - 15:00 საათზე. ბილეთის ღირებულებაა 2 ლარი.

                                                           ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,

                                                          კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

                                                           საქმეთა სამსახური

კომენტარები გამორთულია