გურნის „ცოლიკაური" ბაზარზე

2015 წლის შემოდგომაზე კოოპერატივი „გურნელების მარანი“ დაფუძნდა და დღეს უკვე გაყიდვაშია 2015 წლის მოსავალი.

  წელს, თბილისში ღვინის ფესტივალი გაიმართა. რომლის შესარჩევ ტურში 362 სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარდგენილი ღვინის ნიმუში მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილეობისათვის 104 ნიმუში შეირჩა. მათ შორის, - გურნის „ცოლიკაურიც,“ რომელიც მალე სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირდება.
წარმოდგენილმა ბრენდმა და იმერულმა სტუმართმოყვარეობამ თავისი ადგილი დაიკავა ფესტივალზე. რაც, როგორც სტუმრებმა, ისე ორგანიზატორებმა აღნიშნეს.
ფესტივალმა აჩვენა, რომ პოტენციალი იმისა, რომ გურნის ცოლიკაური ოკრიბის გარეთაც ცნობადი გახდეს, არსებობს.
გურნელები ფიქრობენ, რომ მევენახეობა, ნატურალური ღვინის დაყენება, მისი შეთავაზება ბაზრისათვის ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ აქციონ.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

  ნატურალური ღვინო - გურნის „ცოლიკაური,“ როგორც ჩამოსხმით, ისე ბოთლებში. ადგილზე მიწოდებით.

    ტელ:  +995 599 30 83 40

E-mail: gurnelebi@gmail.com

Facebook: Gurnelebis Marani

 

8 thoughts on “გურნის „ცოლიკაური" ბაზარზე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.