ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, - გურნაში, ჯვარისასა და სოჩხეთში, ახალი საბავშვო ბაღების მოწყობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით ამისათვის 201 ათას 616 ლარი გამოიყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა, შ.პ.ს „TU-KA,” ახორციელებს. სამუშაოები 3 ივლისიდან დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირადად დაინტერესდა პროექტის მიმდინარეობით. მან სამივე სოფელში ბაგა-ბაღების მოწყობის პროცესი დაათვალიერა და დეტალებსაც გაეცნო.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია