გურნაში, ორი თემის ამომრჩეველთან, დეპუტატობის სამთავრობო კანდიდატის მორიგი შეხვედრა შედგა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოჩხეთისა და გურნის თემების, 11 სოფლის მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, ელგუჯა გოცირიძეს. 

სოფელ გურნის ცენტრში დაახლოებით 400-მდე ადამიანი ელოდა პიროვნებასთან შეხვედრას, რომელმაც მთელი ბავშვობის საუკეთესო წლები აქ გაატარა. გამორჩეული იყო კანდიდატის მიმართვაც შეკრებილი საზოგადოებისადმი: „ - განსაკუთრებული სიყვარული მამოძრავებს და დიდ პასუხისმგებლობას განვიცდი თქვენს წინაშე. აქ ჩემი ფესვებია, აქ არის ჩემი წინაპართა საფლავები, მშობლიური მიწა „სისხლის ყივილით“ მეძახის...“

  ამომრჩევლებმა პროგრამის გაცნობისას თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს თავის რჩეულს ამ საარჩევნო მარათონში.

  შეხვედრის ბოლოს, ელგუჯა გოცირიძემ სოფელ სოჩხეთში მცხოვრები დავრდომილი მოქალაქე, ვახტანგ ბეშკენაძე, მოინახულა.

ნანა რაზმაძე

1 კომენტარი “გურნაში, ორი თემის ამომრჩეველთან, დეპუტატობის სამთავრობო კანდიდატის მორიგი შეხვედრა შედგა

  1. Уведомление: 3springer

კომენტარები გამორთულია