ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა გიწვევთ საახალწლო კონცერტზე, რომელიც გაიმართება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, 18:00 საათზე, თეატრის სცენაზე.
მაყურებელსა და მსმენელს აქ გელოდებათ მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა. თქვენს წინაშე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგებიან, როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, ისე მოწვეული შემსრულებლები.
საახალწლო ღონისძიებაზე, ასევე, დასახელდებიან წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდი. გაიმართება მათი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
14 thoughts on “გიწვევთ საახალწლო ღონისძიებაზე!”
კომენტარები გამორთულია