es+

გიწვევთ მინი ფეხბურთში მონაწილეობის მისაღებად!

 20 ივლისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში იწყება 2016 წლის პირველობა მინი ფეხბურთში, რომელსაც საწირის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი უმასპინძლებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებს 18 წლის ასაკიდან. შეჯიბრებას ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ტყიბულის ახალგაზრდული საკრებულო და იმერეთის ახალგაზრდული ასოციაცია უწევენ. გათამაშება ჩატარდება ოლიმპიური, ან ნახევრადოლიმპიური სისტემით, რომლის ხანგრძლივობა 40 წუთია. გუნდის შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელის მონაწილეობით (ოთხი მოთამაშე და ერთი მეკარე) განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე არ დაიშვებიან მოქმედი ფეხბურთელები. I, II და III ადგილებზე გასული გუნდები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით (400-300-200 ლარის ოდენობით). ასევე, იმერეთის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ გადაეცემათ თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 18 ივლისამდე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. გუნდში ნებადართულია არაუმეტეს 10 ფეხბურთელისა და ერთი წარმომადგენლის გამოყვანა. განცხადების ფორმას თან უნდა დაერთოს მოთამაშეთა პირადობის მოწმობების ასლები.
კენჭისყრა ჩატარდება 18 ივლისს, 12 საათზე, სადაც მონაწილე გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა.
საკონტაქტო პირი: ალეკო ბიბილაშვილი, ტელ.: 591 19 39 45

  ელ.ფოსტა: ale.bibilashvili@gmail.com