43004284_2189531434450320_4005952529971019776_o

„გვიხმობს, გვეძახის მშობლიური სასახლე!“

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ, ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება, სახელწოდებით - „გვიხმობს, გვეძახის მშობლიური სასახლე,“ გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო ამ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ყველა შემოქმედებითი ჯგუფი. წელს უკვე მოსწავლეთა 58-ე ნაკადი მიიღო ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ და ჩვეული კეთილგანწყობით პირველკლასელთა საზეიმო კურთხევაც მოაწყო. ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა იოანემ (კობახიძე), ცოდნის კარზე გადადგმული პირველი ნაბიჯები დაულოცა პატარებს. საოცრად ფერადი და სადღესასწაულო განწყობა შექმნა სასახლის ადმინისტრაციამ ერთგულ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, რათა ეს დღე მოზარდებისა თუ მათი გულშემარტკივარი უფროსებისათვის დასამახსოვრებელი და სანახაობრივი ყოფილიყო.

  ღონისძიებაზე გამორჩეული მხატვრული კოლექტივები და წარმატებული პედაგოგები სიგელებით, ხოლო მოსწავლეთა 72-ე რესპუბლიკური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულები თბილისის ეროვნული სასახლის დიპლომებით დააჯილდოვეს.

  საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ნათია მურუსიძე