გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

    ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, ემა კამკიამ  (კონსულტანტი გენდერულ საკითხებში) და ნანა რობაქიძემ  (ექსპერტი გენდერის საკითხებში), 2018 წლის 13 ივლისს  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა მოაწყვეს. შეკრება პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში გაიმართა  . წინა შეხვედრებზე საბჭოს წევრები გაეცნენ ფონდ „სოხუმის“ მიერ შემუშვებულ „გზამკვლევს“ ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ადგილობრივ ხელისუფლებაში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებისათვის, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს გენდერული მიდგომების დასანერგად ადგილობრივ დონეზე.

      შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-19 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობას. განისაზღვრა მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომლებიც მნიშვნელოვანია გენდერული პოლიტიკის რეალიზებისათვის. გამოიკვეთა ღონისძიებები, რომლებიც საფუძველს დაუდებს საბჭოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ადგილობრივი სტატისტიკური ბაზის დანერგვას, საჭიროებების კვლევას, გენდერული მონიტორინგისა და ანალიზის კომპონენტებს. გარდა ამისა, გამოიკვეთა ინდიკატორები, რომლითაც უნდა მოხდეს შესრულებული საქმიანობის შეფასება. აღნიშნული გეგმა მოიცავს გენდერული ბიუჯეტის პრინციპის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებებს, მოქალაქეთა მონაწილეობის, სერვისების მიწოდებაში გენდერული პარამეტრების გათვალისწინების საკითხებს. შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ თემებზე, რომელთა გეგმაში ასახვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. აქვე აღინიშნა, რომ მოხდება მათი სამუშაო ჯგუფებში განხილვა და საზოგადოებისათვის გაცნობა, ასევე, კონსულტაციის გავლა კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხაზი გაესვა იმას, რომ გეგმაზე მუშაობას აადვილებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამოცდილება სოციალური ჩართულობის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით. აღინიშნა ისიც რომ არსებული გრძელვადიანი სოციალური სერვისების პარალელურად გაგრძელდება ახალზე მუშაობა. გენდერული მიდგომები გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა პროგრამების შემუშავებისას.

მარი ბაბუხადია

37238283_1994930814151334_7630251478585704448_n+ IMG_0192+ IMG_0204+ IMG_0222+IMG_0209+

9 thoughts on “გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

  1. Уведомление: mac azithromycin
  2. Уведомление: bactrim med
  3. Уведомление: pseudomonas ciprofloxacin
  4. Уведомление: augmentin doseage
  5. Уведомление: bactrim kidney
  6. Уведомление: celebrex dosage strengths
  7. Уведомление: 3purchased
  8. Уведомление: 2coquette
  9. Уведомление: sildenafil

კომენტარები გამორთულია