87422915_542754619666442_6128202712531075072_o (1)

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  საკრებულოს გეგმიურ სხდომას, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და თანამომხსენებლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით 10 საკითხი იყო წარმოდგენილი. განკარგულების პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 ნოემბრის N48 73 განკარგულებაში ცვლილების შეტანას უკავშირდებოდა. ამჯერად, აღნიშნული ცვლილებით 2020 წელს რგფ-დან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ქალაქის შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; ბ) სოფლების შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა; გ) ქალაქ ტყიბულში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; დ) ქ. ტყიბულში მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია; ე) ქალაქ ტყიბყლის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; ვ) სოფელ გელათის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; ზ) სოფელ გელათში მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის რეაბილიტაცია; თ) მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია; ი) ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია; კ) მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია; ლ) მუნიციპალიტეტში არსებული მინი სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია.  სხდომაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენს მუნიციპალიტეტში 2020 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დაფინანსებული პროექტების ნუსხის დამტკიცებას უკავშირდებოდა. პროგრამა ყველა სოფელს მოიცავს და სულ 54 ინფრასტრუქტურული პროექტისათვის დაახლოებით 532 ათასი ლარი დაიხარჯება.

  დადგენილების პროექტი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა, რომლის გათვალისწინებითაც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი განისაზღვრა 11611,9 ათასი ლარით, ასევე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის 2019 წლის 12 თვის ანგარიში. აღინიშნა, რომ გასული წლის ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა შეადგენდა 12636,4 ათას ლარს, ფაქტიურად შემოსულია 12380,0 ათასი ლარი, რაც 1132,9 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ შემოსავალზე, გეგმა შესრულებულია 98,0%-ით. გეგმა გადასახდელების ნაწილში შეადგენდა 16680,7 ათას ლარს, ფაქტიურად გახარჯულია 15404,4 ათასი ლარი, რაც 5159,8 ათასი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯს, გეგმა შესრულებულია 92,3%-ით.

  სხდომაზე წარმოდგენილი იყო მერიის ანგარიში 2019 წლის გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ. ასევე პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

  მოსმენილი და შეფასებული იყო მერიის ზედამხედველობის, ეკონომიკისა და ქონების მართვისა და ასევე, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურების უფროსების ანგარიშები 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. მოსმენილ იქნა ასევე ინფორმაცია ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორის 2019 წელს გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით.

  ყველა წარმოდგენილი პროექტი საკრებულომ განხილვისა და მსჯელობის შემდეგ მიიღო.

მარი ბაბუხადია

87399234_542754116333159_4268185353115926528_o87476203_542754419666462_1831195186806390784_o87853040_542754239666480_2536930988680806400_o