გამგეობამ საახალწლო ნობათი 110 ოჯახს გადასცა

 

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში 110-მა ოჯახმა, რომელთა შორის შეჭირვებულები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ადგილობრივი გამგეობისაგან საახალწლოდ საჩუქარი მიიღო. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტებითა და ტკბილეულით დატვირთული სადღესასწაულო ძღვენი, გამგებლის მოადგილეებმა, შალვა გაბრიაძემ და გიორგი ლომთაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნელი ქარელის, თანხლებით, შინ მიუტანეს. დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრნენ.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “გამგეობამ საახალწლო ნობათი 110 ოჯახს გადასცა

  1. Уведомление: 2objectively

კომენტარები გამორთულია