გამგებელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

  უხვნალექიანი ზამთრის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ სეზონის განმავლობაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო. ავტოსადგურის ტერიტორიაზე განახლდა შადრევანი და მის ირგვლივ მგზავრებისათვის ახალი სკამები დამონტაჟდა. აქვე, ხიდთან დამაკავშირებელ გადასასვლელ მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყო. პროცესს მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გაუწია. მან ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე „ტყიბულას“ საყრდენი კედლის რეაბილიტაციის მიმდინარეობა დაათვალიერა და მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის პროექტსაც გაეცნო.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.