qoreografiuli

გამგებელი ქორეოგრაფიულ სტუდიას ესტუმრა

  ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდია უკვე 47 წელია, ჩვენს მუნიციპალიტეტში ქართული ცეკვის კულტურას აყალიბებს, რომელსაც, უცვლელად, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე ადამიანი, თამაზ დვალი, ხელმძღვანელობს. სწორედ საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის გამო, მშობლიური კუთხის წინაშე, ცოტა ხნის წინ, იგი ტყიბულის საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული. მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, რომელმაც პირადად დააჯილდოვა ბატონი თამაზი ამ ღირსეული ტიტულით, ქორეოგრაფიულ სტუდიას, თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად, ეწვია, რათა სკოლის პრობლემებსა თუ სამომავლო გეგმებში უკეთ გარკვეულიყო.

ნათია მურუსიძე