ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საჭადრაკო კლუბში, ქალაქის ჩემპიონატი დამწყებ მოჭადრაკეთა შორის. ტურნირი, რომელშიც 31 მონაწილე ჩაება, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად წარიმართა. გოგონებში შვიდი შესაძლებლობიდან 5 ქულით, პირველ ადგილზე მარიამ გორგიაშვილი გავიდა, მეორეზე - მარიამ ბოჭორიშვილი (4,5 ქულით), ხოლო მესამეზე, ასევე, 4,5 ქულით - ელა ზოსიაშვილი. ვაჟებში 6 ქულა სამმა მოჭადრაკემ მოაგროვა. კოეფიციენტის მიხედვით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი ნიკა ქათამაძეს მიენიჭა, მეორე ადგილი წილად ხვდა ნიკა ბოჭორიშვილს, მესამეზე - ლუკა ტაბატაძე დარჩა.
გამარჯვებული ნორჩი სპორტსმენები, ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა სამომავლოდ.
ნანა რაზმაძე
70 thoughts on “გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს”
კომენტარები გამორთულია