ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალმა, „ტყიბული - 2015 - მა“, სტარტი აიღო

ტყიბულის მუნიციპალური თეატრის დარბაზში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2015“ მიმდინარეობს, რომელიც 27 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება.

მასში საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის: თბილისის, გორის, ქარელის, საგარეჯოს, ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხონის, ამბროლაურის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის 8 - დან 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეები პირველობისათვის ერთმანეთს ეცილებიან.

DSCN1117 DSCN1120

ბავშვთა შორის საჭადრაკო რესპუბლიკური ფესტივალი ტყიბულში მეშვიდე წელია ტარდება. წელს მასში 80 - მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

1 კომენტარი “ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალმა, „ტყიბული - 2015 - მა“, სტარტი აიღო

  1. Уведомление: 2commiseration

კომენტარები გამორთულია