უკვე რამდენიმე წელია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტრადიციად აქცია, 31 დეკემბრის ღამეს, ჩვენს ქალაქში მოქმედ ორგანიზაცია-დაწესებულებათა მორიგე ჯგუფებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ამჯერადაც, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, იმ ადამიანებს ესტუმრა, რომლებიც წლის ყველაზე დიდ დღესასწაულს პროფესიულ მოვალეობას არ ღალატობენ და 2019 წლის შემობრძანებას, ოჯახური გარემოს ნაცვლად, სამსახურში ხვდებიან. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ შ.პ.ს. „საქნახშირის,“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ტყიბულის ჰოსპიტლის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პოლიციის, შაორჰესის, სახანძრო-სამაშველო და სამთო-სამაშველო სამსახურების სამორიგეო ჯგუფებს. მათ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, ტკბილეულით დაკომპლექტებულ ძღვენთან ერთად, წინასაახალწლო მილოცვებიც მიიღეს.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია