შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფოტო-კინო ხელოვნების წრის (ხელმძღვანელი - დიანა ტურძილაძე) ინიციატივით ფოტოების გამოფენა, სახელწოდებით „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოეწყო. წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიზნად ისახავდა ავტორთა ხედვისა და წარმოსახვის წარმოჩინებასა და დამთვალიერებლისათვის გაცნობას. თავისუფალი თემით აქ 8 მონაწილის 20-მდე მრავალფეროვანი ნამუშევარი საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი. მათ შორის: პორტრეტები, ავტოპორტრეტები, ჩვენი ქალაქის ხედები, მომენტალურად დაჭერილი კადრები თუ სხვა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ანამარია ბოჭორიშვილი, ლიზი რობაქიძე, ნინი ბოჭორიშვილი, ნინი კობახიძე, ნინი მიქიაშვილი, ნინი კაკუშაძე, ნინი ხუხუნი, თეკლა გიორგაძე.
ფოტო-კინო ხელოვნების წრე სასახლეში უკვე 3 წელია, ფუნქციონირებს და მოსწავლეებს ვიზუალური ხელოვნების უკეთ გაცნობაში ეხმარება. სხვადასხვა აქტივობები აქ ხშირად ხორციელდება. ეწყობა პერსონალური გამოფენები, ფოტო-მარათონები, ასევე, ხდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება, სიუჟეტების მომზადება და სხვა. იმართება კინო-ჩვენებები და შემდგომ მათი განხილვა. აღსანიშნავია, რომ წრის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო-შემეცნებით კონფერენციებში და აღწევენ წარმატებებს. როგორც წრის ხელმძღვანელმა აღნიშნა ამ წრის მიერ გამართული სხვადასხვა აქტივობა ბავშვთა გაერთიანება „ანა-ბანასთან“ და მის ხელმძღვანელთან აქტიური თანამშრომლობითა და მისი ჩართულობით ხორციელდება. სხვადასხვა საინტერესო პროექტები, მათ შორის, თემატური გამოფენები აქ მომავალშიც მოეწყობა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია