ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ჟან ანუის პიესის მიხედვით „ანტიგონეს“ პრემიერა შედგა. სპექტაკლის რეჟისურა და მხატვრული გაფორმება ახალგაზრდა რეჟისორს, ლევან ბიბილეიშვილს, ეკუთვნის.
წარმოდგენის მთავარ გმირს, „ანტიგონეს,“ დასის მოყვარული მსახიობი, ნათია ხაბურზანია, განასახიერებდა. მას ღირსეულ პარტნიორობას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი, დავით გაჩეჩილაძე, უწევდა.
მაყურებელთა დარბაზში იმყოფებოდა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილეებთან ერთად. ასევე, ხელოვნების მოყვარული სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “„ანტიგონე" ტყიბულის თეატრის სცენაზე”
კომენტარები გამორთულია