ალექსანდრე ყიფიანი

ალექსანდრე ყიფიანი: „თქვენი მეგობარი საკანონმდებლო სივრცეში“

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი 23

ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“

  ალექსანდრე ყიფიანი დაიბადა ქ. თბილისში, 1972 წლის 12 დეკემბერს. 1989 წელს დაამთავრა 1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა გორის ეკონომიურ ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე. I კურსის სტუდენტი 1990 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიის საფინანსო განყოფილებაში. 1992 წლიდან - თბილისის საგადასახადო სამსახურში მთავარ ფინანსისტად. 1995 წელს დაინიშნა საგადასახადო სამსახურის შეგროვების განყოფილების უფროსად. 1995-96 წ.წ. გაიარა თანამდებობისა და ხელმძღვანლის საკვალიფიკაციო კურსები ეკონომიკის სამინისტროში. 1997 წლიდან გადავიდა კერძო ბიზნეს სექტორში და დღემდე არის შ.პ.ს. „ცხრა ჯვარის" დირექტორი, რომელიც ამ ეტაპზე  აღდგენილი ძველი ქართული ჯიშების ხორბლის ფქვილით აწარმოებს ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა პურს.
1997 წლიდან ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გადაიყვანეს სასწავლებლად თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2006 წელს.  2004-07 წ.წ. მუშაობდა რელიგიის მასწავლებლად სპორტულ სკოლა „ოლიმპში.“ არის საქართველოს სამეფო დარბაზის დამფუძნებელი, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი. იტალიის წმ. ამბროსი მარტვილის სამეფო აკადემიის დოქტორი. ბოლო 20 წელია არის სტიქაროსანი და მედავითნე.

  დაოჯახებულია.