ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

    ტყიბულის მუნიციპალიტეტში ისე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

  მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციის შემსრულებელი, ირინე კორძაია, ჩვენი ქალაქის თითოეულ საჯარო სკოლას ეწვივნენ. მათ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

  აღნიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა საკლასო ოთახები მოინახულეს, სასწავლო გარემო დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაესაუბრნენ. მათ პირველკლასელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაგან საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცეს.

  განსაკუთრებული სიხარულითა და ემოციებით აღსავსე პატარებმა კი საგანგებოდ მომზადებული ლექსებით მოიწონეს თავი სტუმრების წინაშე. სასკოლო ღონისძიებებზე წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ დირექციასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.

  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლების საჯარო სკოლები მერის მოადგილეებმა, გიორგი ლომთაძემ და სოფიო ბოჭორიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ოცდაოთხივე, მათ შორის, ქალაქის 6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო, რომელშიც დღეის მდგომარეობით 2 249 მოსწავლე, მათგან 204 პირველკლასელი ირიცხება. წელს N1- საჯარო სკოლამ 41, N2-5, N4-13, N5-8, N6-46, N7-10 პირველკლასელი მიიღო. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩვენს ქალაქში დაწყებულია N7 საჯარო სკოლის ახალი კომპლექსის მშენებლობა.

  2018-19 სასწავლო წლისთვის ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი საფეხურისათვის და შესაბამისად I-დან VI კლასების ჩათვლით მოსწავლეებს ერთი წლით უსასყიდლოდ გადაეცათ სრულიად ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, VII – XII კლასელებსაც ძირითადად ახალი წიგნები დაურიგდებათ, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი იქნება მეორადი. 2019 წლისთვის კი საბაზო საფეხურზეც ახალი ეროვნული გეგმა შემოვა თავისი სახელმძღვანელოებით.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.