„აგვისტოს გმირების“ საფლავები ყვავილებით შეამკეს

  2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან დაღუპული გმირების, ფრიდონ ბრეგაძისა და ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილებისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით სოფლებში ბუეთსა და ძიროვანში გაიმართა. მონაწილეებმა პატრიოტული ლექსებით, სიმღერებითა და ომის ეპიზოდების გახსენებით პატივი მიაგეს ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას.

  მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ორივე ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებულებით, ფულადი დახმარება 500-500 ლარის ოდენობით გადაეცათ.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.