„ჩოხა“ - ქორეოგრაფია თანამედროვე მუსიკის სინთეზით

  ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ“ 3 მარტის დღესასწაულს განსხვავებული საკონცერტო პროგრამა - „ჩოხა“ მიუძღვნა. ტრადიციული ქართული ქორეოგრაფია ელექტრონულ მუსიკასთან სინთეზში იყო წარმოდგენილი. ღონისძიება, რომლის პროდიუსერიც გია კუბლაშვილი იყო მასშტაბურ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში 170-მდე მონაწილე იყო ჩართული. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის შემადგენლობა აბსოლუტურად ადგილობრივი შემსრულებლებითა და შემოქმედებითი ჯგუფებით იყო დაკომპლექტებული. 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში სცენაზე GJ SOMALI-ს მიერ შეთავაზებულ თანამედროვე მუსიკას ეროვნული ფოლკლორული ცეკვები ენაცვლებოდა: „ხორუმი“, „ზეკარი“, „რაჭული“, „ქალაქური“, „კავკასიური“, „აჭარული,“ „კახური სიუიტები.“ პროგრამა „ცეკვა ქართულით“ გაიხსნა. მაყურებლით სავსე დარბაზის წინაშე წარდგნენ ანსამბლები: „ცხრაჯვარი“ (ხელმ. დავით გაბადაძე), „სიჭაბუკე“ (ხელმ. თამაზ დვალი), „მანდილი“ (ხელმ. მარინა ციცქიშვილი), „ოკრიბა“ ( ხელმ. გულჩე და ჯემალ ბოცვაძეები, თამარ ყვავაძე), „ცხრაჯვარი ჯუნიორი“ (ხელმ. ზურაბ ჭანკვეტაძე), „ლილე“ (ხელმ. სოფიო სირბილაძე), „დავითიანი“ (თეა სირბილაძე და დავით გაბადაძე).

   ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   კონცერტის საფინალო ნომერს ქორეოგრაფიული დატვირთვა ჰქონდა და მასში პროგრამის მონაწილე ყველა ანსამბლი ცეკვავდა. დასასრულს, კულტურის ობიექტების გაერთიანებამ, დედის დღესთან დაკავშირებით, დარბაზში მყოფ მრავალშვილიან დედებს ლამაზი თაიგულები გადასცა.

ნათია მურუსიძე

53086101_368775217040660_4744543946896572416_o 53253959_368775610373954_5775956845264896000_o (1) 53330540_368775113707337_6859931029415657472_o (1) 53782649_368774603707388_5050459641163546624_o (1)

5 thoughts on “„ჩოხა“ - ქორეოგრაფია თანამედროვე მუსიკის სინთეზით

  1. Уведомление: sildenafil
  2. Уведомление: viagra
  3. Уведомление: sildenafil citrate
  4. Уведомление: revatio
  5. Уведомление: viagra generic

კომენტარები გამორთულია