ტყიბულში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  ტყიბულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
 

  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და სხვა წარმომადგენლებმა, მოქალაქეებთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
  ,,9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისათვის. გისურვებთ ყველას, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ყოფილიყოს არამხოლოდ ერთხელ მოტანილი, არამედ, ჩვენი ხელებით, გულებით, გონებით მუდამ დაცული. ყველაზე რთული მოპოვებულის შენარჩუნებაა, დღესაც გვაქვს უზარმაზარი გამოწვევები და მნიშვნელოვანია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, კუთხის, ოჯახის სამსახურში და მარადიულად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა.
  33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა სქართველოს დამოუკიდებლობისათვის მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმრავლესობა ქალები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. იყო ასობით დაჭრილი და დაშავებული, 2000-მდე კი,- ქიმიური ნივთიერებით მოწამლული. ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის თავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. სწორედ, ამიტომ, ეს თარიღი ჩვენს უახლეს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება- 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასა და 1991 წლის 9 აპრილს- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
მარი ბაბუხადია

4 860 thoughts on “ტყიბულში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  1. May I simply say what a relief to discover an individual who actually understands what theyre discussing online. You actually realize how to bring an issue to light and make it important. More people should check this out and understand this side of the story. I was surprised you arent more popular since you definitely have the gift.