ტყიბულში ,,წიგნის სკვერი“ გაიხსნა

  ტყიბულში ,,წიგნის სკვერის“ პრეზენტაცია მოეწყო. სკვერი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, პოეტმა გიორგი კეკელიძემ, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, ლენტის გაჭრით გახსნა. აქვე გაიმართა მინი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა პოეზიის ნიმუშები წაუკითხეს სტუმრებსა და ადგილობრივებს.
  გიორგი კეკელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის სხვა წარმომადგენლები შეკრებილთ ღია სამკითხველოების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, რომელსაც საჩუქრად უამრავი წიგნი გადასცეს. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ საქართველოს მასშტაბით სკვერ-ბიბლიოთეკა ათამდე ქალაქსა და მრავალ სოფელში გახსნა, ჩვენს მუნიციპალიტეტს კი იგი ამ კუთხით თანამშრომლობას სამომავლოდაც დაჰპირდა.
  პროექტი „წიგნის სკვერი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ პლატფორმის მეშვეობითა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ავტორიც ტყიბულელი ახალგაზრდა, ნათია ბარბაქაძეა. იდეა გულისხმობდა ჩვენს ქალაქში უკვე არსებული სკვერის უკეთ მოწყობასა და აღჭურვას, რათა აღნიშნული ადგილი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები დღემდეც იმართებოდა გამხდარიყო კიდევ უფრო საინტერესო, პოპულარული და მოთხოვნადი, აქ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ჩრდილში დაისვენონ, ისაუბრონ, წაიკითხონ წიგნები და ერთმანეთს საკუთარი აზრები თუ შთაბეჭდილებები გაუზიარონ.
 
მარი ბაბუხადია
 
 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.