სამხატვრო გალერეა დიანა ჩუტკერაშვილის გამოფენით გაიხსნა

  საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ტყიბულის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართა. ამ დღეს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა ტყიბულის სამხატვრო გალერეა, სადაც ნიჭიერი შემოქმედის, ახალგაზრდა მხატვრის, დიანა ჩუტკერაშვილის, პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულია. ექსპოზიცია 40-მდე ნამუშევარს მოიცავდა.

  აღსანიშნავია, რომ გალერეა 1985 წელს გაიხსნა, თუმცა, 90-იან წლებში ამ კერამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 2002 წელს, სამხატვრო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, მირზა ჭელიშვილის, ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით მოხდა მისი აღდგენა, ხოლო გასულ წელს შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამიერიდან კი სახელოვნებო კულტურის ეს კერა მზადაა ნიჭიერ მხატვართა და ხელოვნების მოყვარულთა სამსახურისთვის.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია