ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ტრადიციისამებრ საახალწლო კონცერტი გაიმართა. მასში ჩართულნი იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები, ვოკალური ჯგუფები და სოლო შემსრულებლები.
ღონისძიებაზე დასახელდნენ წლის წარმატებული 10 სპორტსმენი და 5 მწვრთნელი ჭადრაკის, კრივის, ფეხბურთის, ძიუდოს, რაგბისა და სამბოს სახეობებიდან, ასევე, „პროლიგა 2-ში“ გასული საფეხბურთო კლუბის, „მეშახტის,“ გუნდი. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც მათ პირადად გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მრავალფეროვანი საღამოს კულმინაცია კი გრანდიოზული ფოიერვერკი იყო.
მარი ბაბუხადია
11 thoughts on “საახალწლო ღონისძიებაზე წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს”
კომენტარები გამორთულია