111

„რა? სად? როდის?“ მოყვარულთათვის

  29-დან 31 ივლისის ჩათვლით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის „ვერცხლის დარბაზში“ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდების ჯგუფია სანდრო ჭელიშვილის, გიორგი ყვავაძის, გიორგი სოფრომაძისა და თემურ ცატავას შემადგენლობით. ისინი ჩვენს ქალაქში კონკურსს უკვე მეორედ ატარებენ. ტურნირში მონაწილეობას 7 გუნდი იღებს, თითეული 5-6 მოთამაშის შემადგენლობით, რომელთა ასაკი შეუზღუდავია. შეჯიბრი ლიგის ტიპისაა, ყოველი ტური მოიცავს 24 შეკითხვას, 15 წუთიანი შესვენებით შუალედში, პასუხებზე მოსაფიქრებელი დრო კი, ერთ წუთს შეადგენს. პირველი დღის შედეგებით გამოვლინდება 5 საუკეთესო გუნდი, რომელიც მეორე ტურში გადავა, ხოლო ფინალურ ეტაპზე მათგან 3 საუკეთესო დაუპირისპირდება ერთმანეთს.

  ინტელექტთამაშის საპრიზო ფონდი 300 ლარს შეადგენს, აქედან, 150 ლარით I ადგილზე გასული გუნდი დასაჩუქრდება, 100 ლარით - II ადგილის მფლობელი, ხოლო 50 ლარს - III საპრიზო ადგილზე მყოფი მიიღებს. გარდა ამისა, ორგანიზატორები სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოებასაც აანონსებენ. ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და თანადგომით ტარდება.

ნათია მურუსიძე