პრემიერა „თეატრალურ იმერეთზე“ და ტყიბულელი მაყურებლისათვის

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურმა თეატრმა, საერთაშორისო ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2021“ სპექტაკლის ,,დედის დღე“ პრემიერა წარმოადგინა.

  ფესტივალს ამჯერადაც  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი მასპინძლობს. ინგლისელი მწერლის ჯონ პრისტლის პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი დრამა, მისტიკა, მოწვეულმა რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ დადგა. წარმოდგენაში მონაწილებდნენ - ტყიბულის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარინა ბრეგაძე, დასის მსახიობები - ნათია ხაბურზანია, თორნიკე გოტიაშვილი, ასევე, სპექტაკლისათვის მოწვეული ტყიბულელი ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზრდები - ნიკოლოზ დონაძე და გულნარა ბარბაქაძე, დამხმარე მსახიობები - მარიამ გვენეტაძე  და გვანცა ჭელიშვილი. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მსახიობების მიერ შთამბეჭდავად შესრულებული ცეკვა „ტანგო“  ხელოვნების სკოლის ანსამლ ,,ლილეს“ ხელმძღვანლის, სოფო სირბილაძის, მიერ იქნა დადგმული. წარმოდგენისათვის გამოყენებულ თემატურ დეკორაციებზე კი, რეჟისორმა მხატვარ-შემსრულებელ - რამაზ ფორჩხიძესთან ერთად იმუშავა.

  სპექტაკლში დიასახლისი ქალის ამბავსა და სიზმარს ვეცნობით, მოსიყვარულე დედა მთელ დღეებს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვაში ატარებს, ქმრისა და შვილებისაგან კი საპასუხოდ, იმავე სიყვარულსა და პატივისცემას ვერ იღებს. რეჟისორის თქმით მან ეს პიესა სწორედ იმ პრობლემების გამოსატანად და მათზე დასაფიქრებლად შეარჩია, რომელიც ბევრ ოჯახში დგას.

  ,,ეს იყო მსახიობების გააზრებით გადმოცემული ნაფიქრი, ემოციები, მათი ნიჭითა და ოსტატობით, არცერთი ჟესტი იყო დადგმული. ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები არიან, მიხარია, რომ კიდე ერთხელ მქონდა მათთან მუშაობის ბედნიერება. მათ ესთეტიურად დახვეწილი სპექტაკლი გამოაცხვეს, ყოველთვის ვიქნები მათი გულშემატკივარი და ვუსურვებ ბევრ სპექტაკლსა და მაყურებელს“ - აღნიშნა ეკატერინე სირაძემ.

    ჩვენი დასის გულშემატკივართა შორის იმყოფებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, კულტურის ობიექტების გაერთიანების, ხელმძღვანელი პირები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და სხვა წარმომადგენლები.

  საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2021“ 17 ივნისს გაიხსნა და 1 ივლისს დასრულდება, აქვე გაიმართება ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება. მასში ჩართულნი არიან იმერეთის მუნიციპალიტეტების მოქმედი დასები და ასევე სხვა თეატრებიც. მონაწილეებს კი, პროფესიული ჟიური აფასებთ, თეატრმცოდნის, ლაშა ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით. მაყურებელს აქ, ამ დროის განმავლობაში სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა ყოველდღიურად აქვთ. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მინუციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის მერია. ფესტივალი წელს მეთორმეტედ იმართება.

 ,,დედის დღე, ასევე ტყიბულში, მუნიციპალურ თეატრში გაიმართა და მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები ღირსეულად დაიმსახურა.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “პრემიერა „თეატრალურ იმერეთზე“ და ტყიბულელი მაყურებლისათვის

  1. Интересно. Кстати, если ищете честные казино с быстрым выводом денег переходите по ссылке https://chestnie-casino.fun/ . Здесь есть рейтинг казино с гарантированными выплатами.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.