ლევან ბაბუხადია პროექტის, – „სპორტი ბარიერების გარეშე", ფინალისტია

  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ, საქართველოს მასშტაბით, განხორციელებულ პროექტში – „CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“ – ტყიბულის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. 14-16 წლის მოზარდებისათვის ხელმისაწვდომი იყო ქუჩის კალათბურთის, მინი ფეხბურთის, სპრინტისა და ჭადრაკის საფესტივალო აქტივობები. მუნიციპალურ ეტაპზე გამოვლენილი წარმატებული სპორტსმენები ჩაერთვნენ რეგიონალურ თამაშებში, რომელიც ქ. ქუთაისში, 10-11 ივნისს გაიმართა. ჭადრაკში გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის №6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლევან ბაბუხადიამ, რომელიც ივლისის თვეში, ანაკლიაში, „მომავლის ბანაკში“ გაემგზავრება, სადაც სპორტის ოთხ სახეობაში გამარჯვებულები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მათი დაჯილდოება კი მოხდება, ბანაკის ნაკადის დახურვის დღეს, სოლიდური პრიზებით - პლანშეტებითა და ბრენდირებული მაჯის საათებით.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

158 thoughts on “ლევან ბაბუხადია პროექტის, – „სპორტი ბარიერების გარეშე", ფინალისტია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.