„ანა-ბანას“ გაზაფხული

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად - მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.
 

  თითოეული სიმღერა გაზაფხულის სეზონთან იყო დაკავშირებული, რომელთა ნაწილის ავტორი, თავად „ანა-ბანას“ ხელმძღვანელი, ელისო დონაძეა. 25-მდე ბავშვი, რომელთა შემადგენლობაში ყველაზე პატარები 4 წლის იყვნენ, პოზიტიურ ემოციას აწვდიდნენ მაყურებელს. ღონიძიების დასაწყიში მისალოცი კლიპი, „დედის ჩახუტება,“ რომელიც დედა-შვილობის უანგარო სიყვარულს მიეძღვანა, სიურპრიზი იყო მშობლებისათვის, რამაც ბედნიერების ცრემლებით მოიცვა ყველა იქ მყოფი. საგულისხმოა, რომ მოზარდებმა რამდენიმე ვოკალური ნომერი დედებთან ერთად შეასრულეს.
 
  გაზაფხულის ზეიმს სტუმრად საპატიო ქალბატონებიც ჰყავდა. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და „კულტურის ობიექტების გაერთიანების“ წარმომადგენლები. თითოეულ მათგანს „ანა-ბანელებმა“ სიმბოლურად მინდვრის ყვავილების თაიგულები გადასცეს.
 
ნათია მურუსიძე
 

12 thoughts on “„ანა-ბანას“ გაზაფხული

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.