ჰეპატიტის კვირეული

  ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2015 წლის მისი, მსოფლიო დღის, სლოგანია: „იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!“.

 მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი B და C ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან.

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს პოპულაციურ კვლევას სტატისტიკური მონაცემებისა და მათი რისკფაქტორების შესასწავლად.

  ამასთან დაკავშირებით 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილია C ჰეპატიტის საყოველთაო ნებაყოფლობითი სკრინინგის ჩატარება. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს უფასო კვლევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ეს მომსახურება შეიძლება, მიიღოს ქუთაისის ზონალურ ლაბორატორიაში, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ოცხელის ქუჩა N2 (ყოფილი ნინოშვილის საავადმყოფოს ტერიტორია, ცხრასართულიანი  შენობის 2-ე სართული), ტელ: 0431 22 05 18, 0431 22 05 39.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი

კომენტარები გამორთულია