კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს...

    ჯემალ არაბიძის გამოსათხოვარი   ტყიბულის საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა.  71 წლის ასაკში გარდაიცვალა სანიმუშო თანამოქალაქე, დამსახურებული სამთოელი, ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული პიროვნება, ჯემალ ვლადიმერის ძე არაბიძე. იგი დაიბადა 1947 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ტყიბულში. N1 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამთო ფაკულტეტზე.

ბონდო კუბლაშვილის ნათელ ხსოვნას...

  „რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს, მაგრამ ის ერთ სხვა იყო, მაინც, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“… რაოდენ სამწუხაროა, რომ მიხეილ ქვლივიძის ეს სტრიქონები ბონდო კუბლაშვილის გამოსათხოვარს ეპილოგად წინ წავუმძღვარეთ.

სანდროს შეწყვეტილი დრო...

  ტყიბული კვლავ მგლოვიარეა… მთელი ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, სანდრო ბუცხრიკიძეს, რომელმაც თავისი ამქვეყნიური ყოფის, 27 წლის, მანძილზე უშურველად თესა სიკეთე და სიყვარული.

ქალაქის კოლორიტს, სანდრო ბუცხრიკიძეს, მთელი ქალაქი გლოვობს

  ტყიბულში, დღეს დილით,  ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა. სავარაუდოდ ისინი გაზით გარდაიცვალნენ.

სამძიმარი გარდაცვლილ მეშახტეთა ოჯახებს

სამწუხაროა, რომ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დღეს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში. დახლოებით 03:50 საათზე, დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა „სამთო დარტყმა“ — გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა მეშახტემ, […]

იაშა კეზევაძის გამოსათხოვარი

,,მრავალი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს, მაგრამ ეს ერთი სხვა იყო მაინც, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს…’’ მიხეილ ქვლივიძის ეს სიტყვები სავსებით შეესაბამება ბატონი იაშა კეზევაძის ღვაწლს. სამწუხაროა, რომ წარსულში გვიწევს მასზე საუბარი, არადა, გასახსენებელი მართლა ბევრია! იაშა კეზევაძე ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდა  ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. 1924 წლის 27 ივნისს დაბადებულმა 1950 წელს დაასრულა ქუთაისის […]

ირაკლი იოსელიანის ხსოვნას

 სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას… ,, მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები’’…