„ანა-ბანას“ გაზაფხული

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად — მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.  

„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

    დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად — დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ […]

საახალწლო დღესასწაული ტყიბულში

  ახალი 2023 წლის დადგომამდე, 31 დეკემბერს, ტყიბულში საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პატარების საზეიმო განწყობაზე ,,სანტა კლაუსი“, ,,ფიფქია“ და ანიმატორები ზრუნავდნენ. „კოსტიუმირებულმა“ მსახიობებმა სადღესასწაულოდ მორთული ავტობუსით ხალისი და ჟრიამული ქალაქის ყველა უბანში შეიტანეს და ბავშვები საახალწლო საჩუქრებით გაახარეს.

მოსწავლეთა სასახლის საახალწლო კონცერტი

  ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო კონცერტი, „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,“ გაიმართა. მასში მონაწილეობას სასახლის მხატვრული კოლექტივების აღსაზრდელები იღებდნენ: ბავშვთა გაერთიანება „ბასტი-ბუბუ“ (ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი), ნორჩ ვოკალისტთა ჯგუფი „ნატვრისთვალი“ (ხელმძღვანელი ნათია გოქაძე) და მხატვრული კითხვის წრე (ხელმძღვანელები ნარგიზ ხიშტოვანი და მადონა ესებუა). საათზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა სადღესასწაულო თემატიკის სიმღერებით, ლექსებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით […]

ხელოვნების სკოლა წინასაახალწლო განწყობით

  წინასაახალწლო ემოციური განწყობის შესაქმნელად ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ მუნიციპალურ თეატრში მისულ მაყურებელს სადღესასწაულო სანახაობა შესთავაზა.

ანსამბლმა „ერთამ“ გრანპრი მოიპოვა

   რამდენიმე დღის წინ დაბა ბაკურიანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე „ჰარირა,“ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერთა“ გრან-პრის მფლობელი გახდა. სადაც 500-მდე მონაწილე, საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან ერთად, რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმოადგენდა.

ანსამბლი „ცხრაჯვარი“ ფოლკლორის ფესტივალის გამარჯვებულია

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხრაჯვარი“ საქართველოს „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის“ გამარჯვებულია

ნატო გელაშვილის კონცერტი „ტყიბულქალაქობაზე“

  ,,ტყიბულქალაქობა-2022-ის“ დღესასწაულის მასშტაბური ღონისძიებების კულმინაცია ნატო გელაშვილისა და მისი ბენდის კონცერტი იყო.