PIN-ის სოციალური პროექტების ანგარიში

 

ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, PIN-მა, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს,  მერიის სხდომათა დარბაზსა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ოფისში საჯარო შეხვედრა გამართა. იგი 2016 წლიდან  სოციალურ პროექტს ახორციელებს, სახელწოდებით -,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“.

ახალი სოციალური სერვისებისა და PIN-ის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშით მოსახლეობის წინაშე ორგანიზაციის სოციალური პროექტების კოორდინატორი, თეონა ფურცხვანიძე წარდგა. აუდიტორიას, ასევე,  იმ ოთხი  საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ავტორების მიერ წარმოდგენილი პროექტების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა,  რისთვისაც PIN-მა 40 ათასი ლარი დახარჯა.

შეხვედრას საპატიო სტუმრების სტატუსით მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “PIN-ის სოციალური პროექტების ანგარიში

  1. Уведомление: 2codicil

კომენტარები გამორთულია