N1 და ორპირის სკოლების კალათბურთელებმა გაიმარჯვეს

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ფარგლებში  ტურნირს კალათბურთში ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.  მასში მონაწილეობას 2002-03-04 წლებში დაბადებული მოსწავლეები, როგორც ვაჟები, ისე გოგონები იღებდნენ. თითოეული სკოლის გუნდი სამი ძირითადი  და ერთი სათადარიგო  სპორტსმენისაგან შედგებოდა. დებულების მიხედვით ძირითადი სათამაშო დრო 10 წუთით - ორი, 5-5 წუთიანი ტაიმით განისაზღვრებოდა. გუნდი, რომელიც ამ დროში პირველად მიაღწევდა 21 ქულას ან მეტს, იგებდა თამაშს.

შეჯიბრებაში ქალაქის ყველა და ასევე, ხრესილის, ორპირის, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლები ჩაერთვნენ, აქედან, გოგონათა ნაკრები N1, N6 და ორპირის სკოლებს ჰყავდათ წარმოდგენილი. ოლიმპიადას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სპორტული ცენტრის დახმარებით, გაუწია. თამაშს სწორედ სპორტული ცენტრის წარმომადგენლები მსაჯობდნენ.

გამარჯვებულები, გოგონათა შორის ორპირის საჯარო სკოლის, ხოლო ვაჟებში - N1 სკოლის მოსწავლეები გახდნენ. ისინი მონაწილეობას რეგიონულ ეტაპზე მიიღებენ, რომელიც უკვე 2018 წლის დასაწყისში, ქუთაისში, გაიმართება.

ნათია მურუსიძე

DSCN2478 DSCN2512

1 კომენტარი “N1 და ორპირის სკოლების კალათბურთელებმა გაიმარჯვეს

  1. Уведомление: 1realtor

კომენტარები გამორთულია