სამი დღის განმავლობაში, 21-22-23 მარტს, ტყიბულის სპორტის სასახლე ხელბურთში საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს უმასპინძლებს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია გაუწევს. მესამე წრის V ტურის „დასავლეთ ზონის" თამაშებში ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას: ბათუმის _ B.S.B", ქუთაისის _ „2015-ქუთაისი", სამტრედიის _ „სამტრედია", წყალტუბოს _ „პრომეთე." ყოველ დღე 2-2 შეხვედრა გაიმართება.
21 მარტს, 16 საათზე, სამტრედისა და ბათუმის ხელბურთელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო 18 სთ-ზე _ წყალტუბოსა და ქუთაისის. დასწრება თავისუფალია.
აღსანიშნავია, რომ ხელბურთის გულშემატკივრებს, სპორტის ამ სახეობის ქომაგობის შესაძლებლობა ჩვენს ქალაქში 15 აპრილსაც შეეძლებათ, რადგან უკვე დაგეგმილია 2017-18 წ.წ. საქართველოს ახალგაზრდული პირველობის, მესამე ტურის თამაშების, ჩატარება 2002-03 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის,
ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური
კომენტარები გამორთულია