ჭადრაკში ქალაქის ჩემპიონები დააჯილდოვეს

საჭადრაკო კლუბ ,,ტყიბულის" ორგანიზებით გამართულ ჩემპიონატში ჩართული იყო 45 მონაწილე, 8 და 12 წლამდე ასაკის როგორც გოგონები, ისე ვაჟები.

ქალაქის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს,  12 წლამდე ასაკის უმაღლესი დაოსტატების ჯგუფში, -  გივი კახიძემ,  8 წლამდე ასაკში, -   ანამარია ჭელიძემ და საბა ბოჭორიშვილმა, 12 წლამდე ასაკში, - მარიამ გორგიაშვილმა და კოტე კუპრაშვილმა.

ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენილი ჩემპიონები და პრიზიორები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ,   შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა, ასევე,  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ შეჯიბრებაში ჩართულ სკოლამდელი აღზრდის ასაკის წარმატებულ მოჭადრაკეებს.

1 კომენტარი “ჭადრაკში ქალაქის ჩემპიონები დააჯილდოვეს

  1. Уведомление: 2provisions

კომენტარები გამორთულია