jemalis foto

ცეკვა მისთვის მთელი სიცოცხლეა...

ჯემალ ბოცვაძე მომავალ თაობასთან ურთიერთობით საზრდოობს. 78 წლის  ქორეოგრაფი პატარა გოგო-ბიჭების მიხვრა-მოხვრისა თუ პლასტიურობის გამოწვრთნაზე ბოლომდე იხარჯება.

1995 წლიდან მან კულტურის ცენტრში მეუღლესთან, გულჩე ბოცვაძესთან, ერთად ჩამოაყალიბა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოკრიბა," რომელსაც იგი დღემდე ხელმძღვანელობს.

მათ მიერ აღზრდილმა, რამდენიმე  თაობის,  მოცეკვავეებმა  პროფესიული წინსვლა დიდ სახელმწიფო ანსამბლებში განაგრძეს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბატონი ჯემალი,  საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის მიერ,  ქორეოგრაფიის რაინდის წოდებითა და ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.

80 წელს მიახლოებული პედაგოგი ასაკს არ ეპუება და  რეპეტიციებს ჭაბუკური შემართებით ატარებს. მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელებს იგი საკუთარ ცოდნას და ქორეოგრაფიულ უნარებს ყოველდღიურად დაუღალავად გადასცემს.

ნათია მურუსიძე