ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ტყიბულის მუნიციპალიტეტში საუკეთესო იმერული ეზოს გამოსავლენად!
კონკურსის პირობების თანახმად, თითოეული მონაწილე თავისუფალია საკუთარი კარმიდამოს წარმოჩენის ინტერპრეტირებაში. თუმცა, კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს. კარმიდამო უნდა გამოირჩეოდეს ესთეტიკური სილამაზით, წარმოადგენდეს საცხოვრებელი, სამეურნეო შენობების, ეზოსა და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის კარგად შეხამებულ ნაზავს. უპირატესობა მიენიჭება იმერულ, ადგილობრივი გარემოსათვის დამახასიათებელ სახლ-კარსა და ეზო-მიდამოს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს. ასევე, - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელების მიზნით დაიბეჭდება საინფორმაციო პლაკატები, რომლებიც გაიკვრება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, პარალელურად კონკურსში მონაწილეობის წესები გამოქვეყნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის გვერდებზე.
ყველა საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით (PDF ან JPEG ფორმატში, ვიდეო ფაილები - იოლად ხელმისაწვდომ ნებისმიერ ვიდეო-აუდიო ფორმატში). მონაცემებს თან უნდა ახლდეს დასახელებული პუნქტის სახელწოდება, მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კარმიდამოს მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საკონკურსო კომისია შეარჩევს ნომინანტებს, რომლებიც გადავლენ შემდეგ საფეხურზე. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების კარმიდამოს დაათვალიარებს და შეაფასებს კომისიის სამუშაო ჯგუფი. მათ მიერ შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში (facebook.com) გვერდზე „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.“ ამ ფორმით საზოგადოების მიერ მოწონებული და რეკომენდირებული კონკურსანტების შესახებ მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გამარჯვებული გამოვლინდება შენდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო ეზო;
- საუკეთესო სახლი;
- საუკეთესო კარმიდამო (ეზო, სახლი, მარანი ან სხვა დამხმარე ნაგებობები, ინტერიერი, ექსტერიერი)
- ქალაქის საუკეთესო კორპუსის შიდა ეზო.
კონკურსის პირველ ეტაპზე კარმიდამოს ფოტომასალები მიიღება ა/წ 16 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ.მისამართზე: tkibulitourism@gmail.com
ასევე, აპლიკანტს განაცხადის წარდგენა შეუძლია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითრების სამსახურში - ირმა ალფაიძესთან.
საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ კარმიდამოს ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა.
საკონკურსო მასალების არასწორად და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადები არ განიხილება.
პირველ ეტაპზე მიღებული მასალის პლაგიატის და დამუშავებული ვერსიის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად იხსნება კონკურსიდან.
საავტორო და საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. გამარჯვებული კარმიდამოს ფოტომასალა დაიბეჭდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გაზეთში, გამოიფინება ტყიბულქალაქობა 2018-ის ღონისძიებაზე და გამოიკვრება მერიის მისაღებში. ასევე, ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდსა და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მედიაში facebook გვერდზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფს:
- წარმომადგენელი კულტურის სამსახურიდან - ირმა ალფაიძე; T: 595 77 37 59; 595 15 67 24.
- წარმომადგენელი კოორდინაციის განყოფილებიდან - თენგიზ თევზაძე; T: 599 63 96 32.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
13 thoughts on “ყურადღება, ვაცხადებთ კონკურსს „წარმოაჩინე შენი კარმიდამო!“”
კომენტარები გამორთულია