43509420_315632952500373_5495124172323422208_n

ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გამართულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა.   შეხვედრას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ.-ების დირექტორები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თითოეული სამსახურისა და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებისაგან მოსმენილ იქნა ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

  ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. მათ შორის, - გზებისა და კორპუსების შიდა ეზოების მოწყობის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში,  სხვა სამუშაოებთან ერთად, ხდება არსებული კიბის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სოფლებში საბავშვო ბაღების მოწყობას, აღნიშნული ობიექტების შიდა სამუშაოები გურნასა და ჯვარისაში უკვე დასრულებულია.

  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსისაგან მისმენილ იქნა ინფორმაცია აუქციონის წესით გაყიდული მოძრავი და უძრავი ქონების შესახებ.

  ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ და მოსაკრებლების ამოღების საკითხებზე გააკეთა აქცენტები.

  კომუნალური გაერთიანების დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ქალაქის მასშტაბით ახალი გარე-განათებების მოწყობის თაობაზე, რომელიც ცენტრალურ ზოლში ტყვარჩელის, გამსახურდიას, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე უკვე დასრულდა, სადაც 260-მდე 100 ვატიანი ენერგოეფექტური სანათი განთავსდა, დანარჩენი 520 ერთეული კი, გარე უბნების ძირითადი ნაწილისთვისაა გათვალისწინებული. მათ დამონტაჟება კი, კარგი კლიმატური პირობების შემთხვევაში დაახლოებით ერთ თვეში  მოხდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად ეტაპობრივად განხორცილედება 100 ერთეული მიუსაფარი ძაღლის გაყვანა, რომელთაგან 18 ერთეული უკვე გაყვანილია.

  სპორტული ცენტრის დირექტორმა შეკრებილებს სასიხარულო ინფორმაციები გააცნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ამავე ორგანიზაციის აღსაზრდელების მიერ, მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის, ძიუდოისტების მიერ სხვადასხვა ტურნირებში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების, ხოლო კრივში ოქროსა და ვერცხლის მოპოვების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ტყიბულელი წარმატებული ძიუდოისტი, ილია სულამანიძე, არგენტინაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. ის 100 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

  თათბირზე, ასევე, განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემები და ხარვეზები და აქვე დასახეს მათი აღმოფხვრისათვის გასატარებელი სათანადო ღონისძიებები. მერმა მოსმენილი ინფორმაციების შეჯამებისა და განხილვის შემდგომ ხელმძღვანელ პირებს სფეროების მიხედვით ახალი დავალებები და რეკომენტაციები მისცა.

 

მარი ბაბუხადია

43412344_2020052371619796_6896206215823491072_n 43471386_270721510232481_4769062506440163328_n 43476388_341300676431884_3121852371290816512_n 43544704_2131520467113958_4215628194797060096_n 43604446_1087622381384758_8759443460680843264_n