ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართულ თათბირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა.
სამსახურების, ა.(ა).ი.პ - ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გაწეული სამუშაობისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობის განკარგულებით ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის რეგიონული განვითარების ფონდიდან, 2018 წლისათვის, გამოიყო 4 მილიონ 85 ათასი ლარი, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაა განსაზღვრული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის კი , - 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კომენტარები გამორთულია